LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუტა რობაქიძის მამამ შვილის საქმეზე მიმდინარე სხდომა ყვირილით დატოვა

86

ბუტა რობაქიძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა მოკლულის მამამ ყვირილით დატოვა. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, სოსო რობაქიძის გაღიზიანება მოწმე ელიზბარ ჩიკვაიძის დაკითხვისას დაცვის მხარის შეკითხვებმა გამოიწვია.

სოსო რობაქიძემ ბრალდებულებს მკვლელები უწოდა, რასაც დარბაზის ნაწილისგან პროტესტი მოჰყვა, თუმცა მანდატურების ჩარევით, ვითარება მალევე განიმუხტა. მანამდე სოსო რობაქიძემ დარბაზი დატოვა.

კერძოდ, კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ელიზბარ ჩიკვაიძემ დაცვის მხარის შეკითხვაზე, მოაწერა თუ არა ხელი მან ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას ჩხრეკის ოქმს, მოწმემ აღნიშნა, რომ შესაძლოა მოაწერა.
მანამდე კი, მოწმე აცხადებდა, რომ ოქმზე ხელი არ მოუწერია. მას ბრალდებულების ადვოკატებმა აჩვენეს ოქმი, რომელზეც ხელს აწერს. მოწმემ ისიც თქვა, რომ “მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, რომელსაც დონაძე ხელმძღვანელობდა, მონაწილეობა არ მიუღია”.

მოწმის დაკითხვა ხმაურით გრძელდება. დაკითხვის დროს, პროკურორებს მატყუარა უწოდა ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ, რომელიც სხდომას ბრალდებულების მხარდასაჭერად ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g