LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი სასამართლომ გაამართლა

196
ირაკლი ოქრუაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი კი გაამართლა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ინფორმაციისთვის, გამოძიება მათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

magti 5g