LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბუტიკი 30” მომხმარებელს ახალ კოლექციას სთავაზობს

90

”ბუტიკი 30” მსურველს ქალის ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ჩანთების ახალ კოლექციას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა მარიამ ებრალიძემ განაცხადა, ბუტიკი მომხმარებელს სტამბულის საუკეთესო ბრენდებს, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან ჩამოტანილ მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. ტანსაცმლის ფასი 80 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს, ჩანთები კი მსურველს 180-300 ლარის ფარგლებში შეუძლია შეიძინოს.

მისივე ინფრომაციით, ”ბუტიკი 30” მომხარებელს მოდურ სამოსთან ერთად განვადებასაც სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მსურველს შეუძლია უპროცენტო განვადებით შეიძინოს ტანსაცმელი და მისთვის სასურველი ნივთები.

ბუტიკი ერთი წლის წინ, ჭავჭავაძის 34 ნომერში, სავაჭრო ცენტრ ”პიქსელის” მეორე სართულზე გაიხსნა და სამომავლოდ კიდევ ერთი მაღაზიის გახსნაც იგეგმება. მაღაზია ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები