მაღაზია „ბუტიკი 9ბ“-ს უკვე ახალი ფილიალი აქვს.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას მაღაზიის დირექტორმა განაცხადა, ახალი მაღაზიის მისამართია ფალიაშვილის N27.
„ჩვენ ჩვენს მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ კიდევ ერთ მისამართზე გვიგულონ და შეიძინონ ჩვენი პროდუქცია, რომელიც წინა საახალწლოდ ქალბატონებს დაამშვენებ“, – აღნიშნა დირექტორმა.
მისივე თქმით, მაღაზიის ახალ ფილიალში წარმოდგენილია ქალბატონებისთვის განკუთვნილი ახალი ზამთრის ტანისამოსი.
ასევე მაღაზიაში მისულ მომხმარებელს ჩანთების დიდი არჩევანი ელის.
ამას გარდა, მაღაზიაში ბავშვის ტანისამოსის შერჩევაც შესაძლებელია.
მაღაზიაში არსებული პროდუქცია იტალიიდან ჩამოდის, ამჟამად ახალი ფილიალი რიგით მეორე მაღაზიაა, სურვილის შემთხვევაში ესტუმრეთ მაღაზიას მისამართზე ფალიაშვილის N27 და ყიფშიძის 9ბ.