LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუზის სპილოდ წარმოჩენა ხდება – სოფო კილაძე

280
sofo_kiladze-770x369

საკონსტიტუციო უმრავლესობას რაც შეეხება, არ მივიჩნევ, რომ ეს ტრაგედიაა, იმიტომ რომ უკვე ფაქტობრივად ახალი კონსტიტუცია მივიღეთ და ეს უმრავლესობა ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალისთვის იყო გამოყენებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, სოფიო კილაძემ “ფორტუნასთან” განაცხადა.

სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ სასამართლოში ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს თემა ხელოვნურად არის აჟიტირებული.

“ძალიან ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია სასამართლოში და ეს არის ხელოვნური აჟიოტაჟი, რაც არის სასამართლოს წინააღმდეგ. მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, რომ სიკეთისკენ არის სასამართლოში სერიოზული ცვლილებები და ეს აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. მაგრამ წინსვლასთან ერთად, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, რომ არის გადატვირთული, რომ გადაწყვეტილებების ხარისხი არის გასაუმჯობესებელი, ამაზე გვაქვს ბევრი სამუშაო. ჩვენ შეგვეძლო უკეთესი რეფორმები კიდევ უფრო შემჭირდოვებულ ვადებში განგვეხორციელებინა, ესეც უნდა ვაღიაროთ, ბევრი გამოწვევაა, მაგრამ აჟიოტაჟი, რაც არის შექმნილი, არის გარკვეული ჯგუფების მიერ ხელოვნურად აჟიტირებული. გამოწვევები არის, მაგრამ ხდება ბუზის სპილოდ წარმოჩენა,” – აღნიშნავს სოფიო კილაძე.

უმრავლესობის დეპუტატის ინფორმაციით, ეკა ბესელიას წასვლაზე გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელობას უკვე მიღებული ჰქონდა, ხოლო ბესელიამ სასამართლოს თემა გამოიყენა. “ფორტუნას” კითხვას, თუ რატომ მიიღო პარტიამ ეს გადაწყვეტილება, სოფო კილაძე არ პასუხობს.

“ამაზე არ ჩათვალა პარტიის ხელმძღვანელობამ საჭიროდ გაეკეთებინა განცხადება და მეც თავს შევიკავებ.

მე პატივს ვცემ “ქართული ოცნების” თითოეულ დეპუტატს, რომლებიც გუნდის ერთგულები არიან და იმ ღირებულებების ერთგულები, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებით განხორციელდა, ვგულისხმობ დემოკრატიას, სამართლებრივ სახეწლმიფოს და ა.შ. მომავალშიც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ის დაპირებები, რომელიც ქართველ ხალხს მივეცით, უნდა შევასრულოთ,” – აცხადებს სოფიო კილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები