LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად… ყველას გვიყვარს ახალი წელი, მაგრამ ის ჯოჯოხეთი, რომელიც ფეხებთან მოგვიტანა „ოცნებამ“, ფუფუნებას არ გვაძლევს, ვიფიქროთ ზეიმზე, საცივსა და გოზინაყზე“ – დათო გორგილაძე

549
დათო გორგილაძე

მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აინთო

აქციაზე იმყოფება მწერალი და ჟურნალისტი, რომელიც თბილისის მერიის მიერ ნაძვის ხის ანთებას ეხმაურება.

„ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად… ყველას გვიყვარს ახალი წელი, მაგრამ ის ჯოჯოხეთი, რომელიც ფეხებთან მოგვიტანა „ოცნებამ“, ფუფუნებას არ გვაძლევს, ვიფიქროთ ზეიმზე, საცივსა და გოზინაყზე“, – აცხადებს დავით გორგილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g