LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ცა როდესაც გაიხსნება, პირველი ისევ მილანში წავალ სოლიდარობის მიზნით” – ანრი ჯოხაძე  ,,არტ-FM”-ში

48
anri-jokhadze-artfmmay

გადაცემის ლაივი LIVE

13 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემის ,,არტ-FM”-ის სტუმარმა ანრი ჯოხაძემ თვითიზოლაციაზე ისაუბრა.

ვიცით, რომ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს იცავდი წესებს, მოგვიყევი როგორ გაგყავდა დრო?

წესებს ვიცავდი შეძლებისდაგვარად, ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა, ამიტომ ეს უცხო გარემო ჩემთვის არ ყოფილა, სახლური ყმაწვილი ვარ (იცინის). ერთადერთი დანაკლისი ის იყო, რომ საღამოობით გარეთ ვერ გავდიოდი.  ვფიქრობ, რომ კრიზისი მოიმატებს თუ არ დაუბრუნდება ცხოვრება ჩვეულ რიტმს. აქამდე ადამიანები თავიანთი დანაზოგით მოვიდნენ, როდესაც გვიჭირს საქართველოში ადამიანებს შეგვიძლია ერთმანეთის გატანა, ეს ერთ-ერთი უდიდესი პლუსია ჩვენი, თუმცა ამის შემდეგ რა იქნება ესაა საკითხავი და სადარდელი.  ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულის ბოლოს მაინც დავუბრუნდებით ძველ ცხოვრებას.

როგორი იყო ეს ორი თვე ოჯახური ურთიერთობებისთვის?

ჩემი ძმა არის იტალიაში და სამწუხაროდ დედაჩემიც იქ ჩარჩა, რომელიც ფაქტობრივად გაგიჟდა ორი თვე ერთ ოთახში ყოფნით, თუმცა, ახლა მოიხსნა შეზღუდვები და შეუძლიათ გარეთ გასვლა. ვამბობდი, ცა როდესაც გაიხსნება პირველი ისევ მილანში წავალ სოლიდარობის მიზნით-თქო.

როგორც კი ამ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები დაიწყო, შენ ჩაწერე ნამუშევარი, რომელიც ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განთავსდა…

ეს იყო ლაივ პერფორმანსი, როდესაც ყველა გაიძახდა  „დარჩი სახლში“ მეც ექსპრომტად მომივიდა იდეა და დავწერე. მერე ვიფიქრე, რომ სახლურ გარემოში გადამეღო კლიპი, თუმცა გადავიფიქრე, რადგან ძალიან მალე გამაღიზიანებელი გახდა ხალხისთვის მოწოდება –  „დარჩი სახლში“.  ახლა ყველაზე მთავარია გაიხსნას ეს სარტყელი და შევძლოთ ადამიანებმა ერთმანეთის ჩახუტება და მოსიყვარულება, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები