LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cadillac–ის ახალი სედანის პირველი პარტია რამდენიმე წუთში გაიყიდა

47
a383fa6084a8d1e4470a0896d222422c3355c9d0

ახალი სპორტული სედანების Cadillac CT4-V Blackwing და CT5-V Blackwing ონლაინ გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე წუთში პარტია სრულად გაიყიდა.

ახალი Cadillac CT4-V და CT5-V იმაზე ბევრად პოპულარული აღმოჩნდა, ვიდრე კომპანიას ამის წარმოდგენა შეეძლო. როგორც გამოცემა Motor1 იუწყება, ავტომობილების პირველი პარტია, რომლის ტირაჟიც 250 ეგზემპლარს შეადგენდა, რამდენიმე წუთში დაიჯავშნა. შეკვეთების მიღება Cadillac–ის საიტზე პირველ თებერვალს დაიწყო და ერთი საათიც კი არ გაგრძელებულა. უფრო მეტიც, დარჩა ძალიან ბევრი კლიენტი რომელმაც ავტომობილის ყიდვა დროულად ვერ მოასწრო და Cadillac–მა ისინი მომლოდინეთა სიაში შეიყვანა.

მწარმოებელი გეგმავს, რომ მომავალში Blackwing–ის ოჯახობის კიდევ რამდენიმე მოდელი გამოუშვას, თუმცა სპორტსედანები CT-V CT5-V მომავალში ნამდვილად აღარ გამოვა.

CT5-V Blackwing–მა „კომპრესირებული“ 6,2 ლიტრის მოცულობის V8 ძრავი მიიღო და აგრეგატს 677 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g