Cadillac–ის მთავარმა ინჟინერმა განაცხადა, რომ კომპანია მუდმივად აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ, V-series–ს მოდელების მფლობელები რამდენად ხშირად ესწრებიან სპორტულ ღონისძიებებს, სტუმრობენ ამერიკულ სარბოლო ტრასებს. ეს ინფორმაცია ბრენდს იმისთვის სჭირდება, რომ სარბოლო მოდელები კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს. ამასთან, მყიდველები თავის სუპერსედანებს CT4-V Blackwing–ს და CT5-V Blackwing–ს ზაფხულის ბოლოსთვის მიიღებენ.
გამოცემა Road & Track–ისთვის მიცემულ ინტერვიუში Cadillac–ის ინჟინერმა განაცხადა, რომ ბრენდი თვეში ერთხელ ადგენს ანგარიშს, სადაც ზუსტადაა აღნიშნული თუ რომელი სუპერსდანი რომელ ტრეკზე გადაადგილდებოდა.
ამ ინფორმაციას ავტომწარმოებელი თავად მოდელების მფლობელებისგან, ასევე სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორებისგან იღებს. ინჟინერის აზრით, მსგავსი მიდგომა იმის მაჩვენებელია თუ რამდენად სერიოზულად უდგება Cadillac სუპერსედანების შექმნის საკითხს და რამდენს მუშაობს სარბოლო მოდელების გაუმჯობესებაზე.