Café cinema მსურველებს ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს. როგორც ”ფოტუნა პლუსთან” საუბრისას Café cinema-ს მენეჯერმა სალომე ხიჯაკაძემ განცხადა, ევროპული სამზარეულოს გარდა, კლიენტებს მეგრული და იმერული ხაჭაპურის დაგემოვნებაც შეუძლიათ.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადია საფირომო კერძი ”პოტატუნა”, რომელის ფასიც 5 ლარიდან და 11 ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა, Café cinema-ში მისულ სტუმრებს შეუძლიათ ”ქლაბ სენდვიჩი” 15 ლარად, სოკოს კრემ-სუპი ჰოლანდიური ყველით 6.50 ლარად, ასევე სხვადასხვა სასმელები და დესერტები შეუკვეთონ.
”ჩვენთან საოცრად მყუდრო და სასიამოვნო გარემოა. კაფის სახელიდან გამომდინარე, ყველა სავარძელზე რომელიც ჩვენთან დგას, ქართველი და უცხოელი კინომსახიობებისა და კინოკადრების ფოტოებია გამოსახული. უამრავ გემრიელ საჭმელსა და სასმელთან ერთად, მწეველთათვის გვაქვს კუბადან ჩამოტანილი ექსკლუზიური სიგარები, რომელთა ფასიც 8 ლარიდან იწყება”,-განაცხადა ხიჯაკაძემ.
Café cinema GTC-ის მეორე სართულზე, ვეკუას 2 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე მუშაობს.