LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცალ ფეხზე აყენებდნენ და სკამებს აჭერინებდნენ, კვებას ატოვებინებდნენ, ღამით არ აძინებდნენ… ბავშვების თქმით, ძალადობა 4-დან 10 წლამდე ასაკში ხდებოდა: ნინო ლომჯარია

159
ნინო ლომჯარია

ექვს აღსაზრდელთან საუბრის შემდეგ, რომლებიც ნინოწმინდის პანსიონიდან ალტერნატიულ ზრუნვაში საკუთარი სურვილით გადავიდნენ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ბავშვებმა მასთან საუბრისას დეტალურად გაიხსენეს პანსიონში ყოფნის პერიოდი, დასჯის მეთოდები და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები.

როგორც ბავშვებმა სახალხო დამცველთან საუბრისას განაცხადეს, ძალადობა ძირითადად მცირეწლოვნობის ასაკში 4-დან 10 წლამდე პერიოდში ხდებოდა.

სახალხო დამცველის თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, პანსიონში იმყოფებოდა 3 არარეგისტრირებული მოზარდი, რომელთა ასაკიც 5-6 წლამდე იყო, თუმცა არაა გამორიცხული, რომ დაურეგისტრირებელი მოზარდების რაოდენობა უფრო მეტი იყოს.

„ადასტურებენ, რომ ნამდვილად მათ მიმართ ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი პანსიონში ცხოვრების დროს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს ძალადობა ძირითადად ხდებოდა მცირეწლოვნობის ასაკში, ანუ ასახელებენ 4 წლიდან 10 წლამდე პერიოდს. რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, ისინი ასახელებენ ერთსა და იმავე ფორმას: ცალ ფეხზე დგომით და ხელში ეჭირათ სკამები, კვების გამოტოვება და აყურებინებდნენ, როგორ იკვებებოდნენ სხვები, რამდენიმე ღამის განმავლობაში უძილობა, ასევე ასახელებენ, რომ ფიზიკურ შეხებასაც ჰქონდა ადგილი, როგორც ხელით, ასევე ჯოხით“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

პოპულალურები