LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Calligraphy Towers – არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ბათუმის Skyline-ს მალე შეუერთდება

391
კალიგრაფი

უკვე წლებია რაც ბათუმში ცათამბჯენებსა და სამშენებლო მოედნებს მივეჩვიეთ. ქალაქი მუდმივად იცვლება, იზრდება ტურისტების რაოდენობა, ვითარდება ინფრასტრუქტურა, ერთადერთი რაც უცვლელი რჩება ეს შავი ზღვაა. აქ  სამშენებლო ბუმია, თუმცა უძრავ ქონებაზე ბათუმში იმხელა მოთხოვნაა, რომ სასურველი ფართის შეძენას ხშირად ვერც ასწრებენ მომხმარებლები. უწყვეტი განვითარება და მუდმივად მზარდი ვიზიტორების რაოდენობა ქმნის იმ სტაბილურ გარემოს, რომელიც ხელსაყრელია სამშენებლო სექტორში ინვესტირებისათვის. (2020 წელს, გამოცემა Forbes-მა ბათუმი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოდ დაასახელა).

კიდევ ერთი არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ბათუმის Skyline-ს სულ მალე შეუერთდება, Calligraphy Towers-ია. ჩვენ პროექტის შესახებ მარკეტინგის მენეჯერს ვესაუბრეთ:

 

– პირველ რიგში, რა არის Calligraphy Towers?

 

– Calligraphy Towers სამი ცათამბჯენისგან შემდგარი, არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც ბათუმში, გმირთა ხეივანზე შენდება. კომპლექსის პირველი ბლოკი 2023 წლის ბოლოს დასრულდება და მის 10 სართულს დაიკავებს ყველასთვის ცნობილი სასტუმროების ქსელი Hampton by Hilton. Calligraphy Towers საცხოვრებელ აპარტამენტებსა და სასტუმროსთან ერთად აერთიანებს ისეთ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა კინოთეატრი, საკონფერენციო დარბაზი, სამუშაო სივრცე, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი და ბარი. კომპლექსში ეწყობა ღია და დახურული აუზები, ბავშვთა გასართობი სივრცე და რესტორანი. გამწვანებული ტერასიდან გადაიშლება ზღვის, აჭარის უნიკალური ბუნებისა და ქალაქის ხედები. კომპლექსს ექნება კერძო სანაპირო ზოლი, რაც, შენობაში არსებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, ჰარმონიულ და დაცულ გარემოს ქმნის როგორც ოჯახებისთვის, ისე ტურისტებისა და ბიზნესმენებისათვის. ვფიქრობთ, უნიკალური ფუნქციური ზონები ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც მოიზიდავს. მოკლედ, Calligraphy Towers ის სივრცეა, სადაც ყველა იპოვის თავის ადგილს.

 

– ბათუმში ცათამბჯენი საცხოვრებელი კომპლექსები აღარავის უკვირს, რა სიახლით შემოდის Calligraphy Towers ბაზარზე?

 

– Calligraphy Towers-ის მთავარი პრინციპია გავხადოთ პრემიუმ ხარისხი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ვცდილობთ, ის პრიორიტეტები, რაც ჩვენი სეგმენტის მომხმარებლებს უძრავი ქონების არჩევისას აქვთ, მთლიანად დავაკმაყოფილოთ. აპარტამენტის ლოკაცია, კომპანიის სანდოობის ხარისხი, სამშენებლო კომპანიის კეთილსინდისიერება, ქალაქის ცენტრიდან და ზღვიდან დაშორების მანძილი ის ფაქტორებია, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ინვესტორის გადაწყვეტილებაზე. Calligraphy Towers-ის კომპლექსი ყველა ამ მოთხოვნას ჯეროვან პასუხს სცემს: უბანი სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ბათუმის ახალი ცენტრია: აქ ახლაც ხორციელდება მასშტაბური ურბანული ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენი აპარტამენტების ფანჯრებიდან კი მოპირდაპირედ მდებარე Adjarabet Arena-ს იმდენად დეტალური ხედი იშლება, რომ მაცხოვრებლებს შეუძლიათ მატჩებსაც კი ადევნონ თვალი. ვფიქრობთ, ამ ლოკაციის ასეთი დომინანტური ფუნქცია ხალხმრავლობისა და ცოცხალი ურბანული გარემოს მნიშვნელოვანი განმაპირობებელია. კომპლექსი ახლოსაა სანაპირო ზოლთანაც, კერძო სანაპირო ტერიტორიაზე გადასაყვანად სტუმრებს ელექტრომანქანები მოემსახურება. რაც შეეხება სამშენებლო კომპანიის სანდოობას, სამუშაოებს Grand Maison ასრულებს, რომელსაც ბათუმში შენების გამოცდილება უკვე აქვს და კმაყოფილი მომხმარებლებიც ბევრი ჰყავს. კომპლექსის ხარისხსა და პრესტიჟულობაზე კი მასში Hampton by Hilton-ის განთავსებაც მეტყველებს.

 

– რა სერვისს სთავაზობს კომპანია პოტენციურ ინვესტორებს?

 

– Calligraphy Towers-ის გასაყიდი ბინები ბათუმში 28-დან 150 კვ. მ. -მდეა. შეგვიძლია, დაინტერესებულ პირებს აპარტამენტები შევთავაზოთ როგორც თეთრი კარკასის, ისე მთლიანად დასრულებული რემონტის მდგომარეობაშიც. ჩვენი თეთრი კარკასი მაქსიმალურად მზადაა სასურველი სამუშაოების დასაწყებად. აღსანიშნავია მშენებლობის სისწრაფეც – პირველი ეტაპი წლის ბოლოს სრულდება, B ბლოკი, ბათუმის ყველაზე მაღალი შენობა კი 2024 წლის ბოლოს გაიხსნება. G ბლოკი 2026 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას.

ჩვენ კარგად გვესმის ის პასუხისმგებლობები რაც უძრავ ქონებაში ინვესტირებას ახლავს თან, ასე რომ, მნიშვნელოვანია მომხმარებელს თავი დაცულად ვაგრძნობინოთ. გვესმის რა მნიშვნელოვანია ის დროც, რომელიც ქონების ეფექტურად მართვას სჭირდება, ამიტომ, სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია მფლობელებს მივაწოდოთ ისეთი სერვისი, რომელიც მოგების გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ, ტურისტებსაც თავად მოძებნის და ფართის მენეჯმენტსაც გადაიბარებს. ვფიქრობთ, მოქნილი პირობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ინვესტორების დასაინტერესებლადაც.

2019 წლიდან, ბათუმში მშენებლობების რაოდენობა თითქმის 1.5-ჯერ გაიზარდა, თუმცა მოთხოვნა ფართებზე მაინც მაღალია. მშენებლობის ბუმი სწრაფად ავსებს ბათუმის ცენტრს და ზრდის კონკურენციას, შესაბამისად, აქ ახალი მოცულობების აშენება სულ უფრო რთულდება. ამჟამად, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი აპარტამენტების ფასი ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად საშუალოდ 10-15%-ით იზრდება. ასე რომ, სანამ ჯერ კიდევ ადვილად განხორციელებადია, უძრავი ქონება ბათუმში ნამდვილად სწორი ინვესტიციაა. Calligraphy Towers-ში მინიმალური ინვესიტრება 30 000$-დან იწყება.

 

რა უპირატესობაა ისეთ ბრენდთან თანამშრომლობა, როგორიცაა Hampton by Hilton?

 

– პირველ რიგში, Hampton by Hilton სტაბილურობისა და ხარისხის გარანტიას აძლევს ინვესტორებს, ეს ნიშნავს, რომ ამ ბრენდთან ასოცირებულ აპარტამენტებზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა. ამიტომ, ველოდებით, რომ კომპლექსი მაქსიმალურად დატვირთული იქნება. ჩვენ მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას Calligraphy Towers-ში შეძენილი ფართი Hampton by Hilton-ის სახელის ქვეშ გააქირავონ, რაც ბევრად გააადვილებს გარკვეული სეგმენტის ვიზიტორების მოზიდვას. ფინანსური მოგების გარდა, Hilton-ის ჯგუფთან თანამშრომლობა აისახება შენობის ხარისხზეც. მათ გამოცდილებასა და პრესტიჟთან ასოცირება მხოლოდ მკაცრი სტანდარტებისა და რეგულაციების დაკმაყოფილების შედეგად ხდება. ჩვენ კი ეს შევძელით. მათი სერვისის ხარისხი გვაძლევს მოტივაციას, რომ ქალაქს განსაკუთრებული, დახვეწილი სივრცე შევთავაზოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g