10 დეკემბერს, ,,ბილბორდის” ყოველწლიური ღონისძიება – ,,ქალები მუსიკაში” გაიმართება. წვეულება, რომელიც დაჯილდოების ხასიათს ატარებს წელს ციფრულ ფორმატში ჩატარდება. უკვე ცნობილია, რომ საღამოს მთავარ ჯილდოს Cardi B მიიღებს. გავლენიანმა გამოცემამ ის ,,წლის ქალად” დაასახელა.
ამ წოდებით 28 წლის ვარსკვლავი ისეთ შემსრულებელთა სიაში შევა, როგორებიც: რიბა მაკინტაირი, სიარა, ბიონსე, ფერგი, ტეილორ სვიფტი, კეტი პერი, პინკი, ლედი გაგა, მადონა, სელენა გომესი და არიანა გარანდე არიან. აღსანიშნავია, რომ პრემიის ისტორიაში, ოფსეტის მეუღლე პირველი ქალი რეპერია, რომელსაც ეს ტიტული მიენიჭა. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ,,ბილბორდმა” ,,წლის ქალად” – ბილი აილიში აღიარა.