სავაჭრო ქსელების ფრანგული ბრენდი Carrefour ყაზახეთს ტოვებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალმაატაში მაღაზიები 2 ივლისიდან დაიხურება. „კარფურის“ ყაზახური ბაზრიდან გასვლის რამდენიმე მიზეზი განიხილება, მათ შორის ერთ-ერთი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებაა.
“Carrefour-მა ვერ შეძლო ყაზახების მენტალიტეტის შეცვლა საფასო პოლიტიკაში. ასევე, ვერ შეძლო ლოიალური აუდიტორიის შექმნა, რომელიც მივიდოდა სავაჭრო ქსელში მთელი დღის განმავლობაში. კიდევ ერთი პრობლემა სუსტი სარეკლამო კამპანიაა, რომელიც Carrefour-მა ჩვენს ქვეყანაში აწარმოა”,- აცხადებს ყაზახეთის ფრენჩაიზინგის ასოციაციის წარმომადგენელი.
ამასთან, Carrefour-ის გასვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ადგილობრივ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციაც სახელდება.
ცნობისთვის, Carrefour ყაზახეთში 2016 წელს შევიდა.