LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცათამბჯენებზე ვერტიკალური ტყეები გაშენდება

212

ჩინეთის რამდენიმე ქალაქში, უახლოეს მომავალში გამოჩნდება ახალი ტიპის რამდენიმე ცათამბჯენი, რომელიც ვერტიკალურად გაშენებული ტყეები იქნება. არასტანდარტული საოფისე შენობების შიგნით განთავსებული იქნება სხვადასხვა დასახელების რესტორნები, ასევე სავაჭრო ცენტრები და შერეული ტიპის მაღაზიები. პროექტი წარიმართება Vertical Forest-ის კამპანიის ფარგლებში, რომელიც ქალაქებში ჰაერის გაწმენდითი საქმიანობების დაწყებას გულისხმობს. აღნიშნული კამპანია მხარდაჭერილი იქნა ადგილობრივი მთავრობის მიერ. ავტორების ჩანაფიქრის მიხედვით, 2017 წელს უკვე ჩაიყრება საძირკველი და აშენდება პირველი 2 შენობა, რომელთა სიმაღლეც ჯამში 200 მეტრამდე იქნება. ორივე შენობა გახდება პირველი ვერტიკალური ტყე. შენობები 23 სართულით იქნება წარმოდგენილი, რომელზეც 900-მდე სხვადასხვა ტიპის ხე და ყვავილი დაირგვება.

როგორც პროექტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ყოველდღიურად, ასეთი ტიპის ცათამბჯენი 25 ტონა მომწავლავ აირს შთანთქავს და 60 კგ ჟანგბადს გამოჰყოფს. აღნიშნული ტიპის შენობები ასევე ხელს შეუწყობს ჩინეთის ზედმეტად ნაცრისფერი ქალაქების გამწვანებას და იგი არამხოლოდ ფინანსური მოგებისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლო იქნება. პროექტ Vertical Forest-ზე პასუხს სამთავრობო კორპორაცია Nanjing Yang Zi აგებს, რომელიც ადასტურებს, რომ ახალი ტიპის შენობები 2018 წლის ბოლოსკენ დასრულებული იქნება და ექსპლუატაციაში შევა.

პირველი ვერტიკალური ტყის ცათამბჯენი აგებული იქნება ქალაქ ნანკინ-ში, ხოლო ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, წარმატების შემთხვევაში, იგი აიგება ქალაქებში: შიცზიაჩჟუანში, გუიჩჟოუ-ში, შანხაისა და ჩუნცინში. შენობების არქიტექტურა წინასწარ იქნება შედგენილი სპეციალური 3D კონსტრუქტორ-პროგრამით, რომელიც ,,ცოცხალი ცათამბჯენების’’ კონსტრუქტირებას გულისხმობს.