LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Caucasus Build – სამშენებლო და სარემონტო მასალების საერთაშორისო გამოფენა თბილისში 30-ედ ჩატარდება

572
Caucasus Build

25-27 აპრილს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით, საქართველოს დედაქალაქი სამშენებლო და სარემონტო მასალების რიგით 30-ე საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.

Caucasus Build-ი, 25 აპრილს, 11:00 საათზე, „ექპო ჯორჯიის“ მე-11 პავილიონთან მდებარე საკონფერენციო სივრცეში საზეიმოდ გაიხსნება.

Caucasus Build-ზე, რომელიც „ექსპო ჯორჯიის“ ყველა საგამოფენო პავილიონსა და გარე სივრცეს მოიცავს, დამთვალიერებელს დახვდება სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელი 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიის პროდუქცია და სპეციალური შეთავაზებები.

გამოფენის ფარგლებში გაიმართება თემატური ღონისძიებები, ვორქშოპები და პანელური დისკუსიები, რომელთა მონაწილეებიც უახლეს პროდუქციასა და დარგის ინოვაციებს გაეცნობიან. ასევე, 25-26 აპრილს, ჩატარდება კონფერენცია „მშენებლობის და უძრავი ქონების მომავლის ფორმირება კავკასიის რეგიონში”.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

Caucasus Build-ი უნიკალური საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს, დეველოპერებს, არქიტექტორებს, ინჟინრებს, სამშენებლო კომპანიებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამშენებლო ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს.

Caucasus Build-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გაამარტივოს დაკავშირება და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის. ასევე, გამოფენის მონაწილეებს გააცნოს ბაზრის სიახლეები და სამშენებლო სფეროში არსებული სამომავლო ტენდენციები. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g