როგორც ცნობილია, ჯეი ლოს ახალ ფილმში იღებენ, ეს გახლავთ მელოდრამა, სახელწოდებით „სამსახურებრივი რომანი“, რომელშიც მას პარტნიორობას ბრეტ გოლდსტაინი უწევს.
ამჯერად, მედიაში მსახიობების მორიგი ერთობლივი ფოტოები გავრცელდა. 55 წლის ჯეი ლო და 44 წლის ბრედ გოლდსტაინი დუტის ქურთუკებში იყვნენ გამოწყობილნი. ისინი ხელკავით მისეირნობდნენ და ბევრს იცინოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნული ფოტოები ფილმის გადაღებების დროსაა გადაღებული თუ უბრალოდ პაემნის დროს.
„ჯეი ლოს ახალი რომანი ჰაერივით სჭირდება. მას სურს, ვინმე შეუყვარდეს. ეს კი ისეთი მამაკაცი უნდა იყოს, რომელიც მის ვარსკვლავურ, დატვირთულ ცხოვრების რეჟიმს გაუძლებს“, – აცხადებს ინსაიდერი.
„ცეცხლზე ნავთი“, „ეს ფოტოები საკმარისია დასკვნებისთვის“, „ჯეი ლოს ახალი მამაკაცი“, – არ წყდება კომენტარები.
ბრეტ გოლდსტაინმა ჯეი ლოს ყველაზე სექსუალური ქალი უწოდა – ვრცელდება მათ პირველი ერთობლივი ფოტოები


