მამის მეურვეობისგან განთავისუფლებული ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში დრამები არ სრულდება. მან რამდენიმე თვის წინ შვილი დაკარგა. ამის შემდეგ კი მორიგ სკანდალში გაეხვია. მისმა ყოფილმა ქმარმა, კევინ ფედერლაინმა ბრიტნის ვიდეო გაუვრცელა, სადაც ასახულია, თუ როგორ უყვირის ის შვილებს. ყველაფერი კი კევინის ინტერვიუდან დაიწყო, ის აცხადებს, რომ ბრიტნის შვილებს დედასთან კონტაქტი არ სურთ.
ახლახან, არტისტმა შვილებს დაბადების დღე უჩვეულო გზით მიულოცა, მან „ინსტაგრამზე“ ცეკვის ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ძალიან ემოციურად ცეკვავს და თან ქვითინებს.
„დაბადების დღეს გილოცავთ, პრესტონ და ჯეიდენ, ძალიან მიყვარხართ, ეს გასული წლის ფოტოა“, – წერს ბრიტნი და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
კევინ ფედერლაინმა ბრიტნი სპირსს ვიდეო გაუვრცელა, სადაც ასახულია, როგორ უყვირის ის შვილებს
„როგორც ერთხელ ჯენიფერ ლოპესმა განაცხადა…“ – ჯეი ლომ ბრიტნი სპირსს შეტყობინება გაუგზავნა