LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცემაზე დავალება, აბუ-დაბის შემდეგ, მე მგონი გაცემული იყო“ – ლაშა გაბიტაშვილი

172
2025-02-18_23-15-43_630059

ცემაზე დავალება, აბუ-დაბის შემდეგ, მე მგონი გაცემული იყო. საკითხი იდგა, მე როდის დავბრუნდებოდი, რომ ეს განხორციელებულიყო, – ამის შესახებ ლაშა გაბიტაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

„რაც შეეხება პარალელის გავლებას აქაურ „ტიტუშკებსა“ და იმ როლს, რაც აბუ-დაბიში დეპუტატებმა მოირგეს, ის ერთი-ერთში იმეორებს იმ ქცევას, რაც თბილისში მოხდა. უბრალოდ, იქ არ ჰქონდათ ნიღბები, ვიდეოს ჩაწერა თვითონ განახორციელეს და გაავრცელეს, შემდეგ კი კადრი იქ შეწყვიტეს, სადაც ჩემი უკუკავშირი ნახეს, შესაბამისად, თბილისში მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილეც ცდილობდა გადაეღო კადრი. არ ვიცი მერე ეს კადრები ვისთან მიდის, ალბათ რეპორტივით აღიქმება, რომ ჩაბარებულია და ბონუსიც ასე გაიცემა.

ცემაზე დავალება, აბუ-დაბის შემდეგ, მე მგონი გაცემული იყო. საკითხი იდგა, მე როდის დავბრუნდებოდი, რომ ეს განხორციელებულიყო. მიუხედავად იმის, რომ ეს კავშირი არსებობს, არავინ გაითვალისწინეს, პირიქით, პროკურატურა და შსს დარტყმის ქვეშ დააყენეს, რადგან მათ ამ საქმის გამოძიება რ შეუძლიათ“, – განაცხადა გაბიტაშვილმა.

„თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია“ – ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე

ვიდეო: ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – რა კადრებს ავრცელებს ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიდან

ვიდეო: „ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! მინდოდა მეთქვა რომ ისინი ასე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხიდან“ – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე წერს და კადრებს გვიზიარებს

ცნობისათვის, 13 იანვარს აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულს წინ უძღოდა მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g