LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცენტრ პოინტის” დაუსრულებელი პროექტები დეველოპერებზე გადანაწილდება

257
56742641-2667490693267514-6749243520264962048-o

„ცენტრ პოინტის” პროექტები, რომლებიც წლებია დაუსრულებელია და ერთ-ერთი ბოლო იმედი – m2 – ც არ გამოვიდა, ახლა სხვა დეველოპერებზე გადანაწილდება.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე მომავალ კვირას ყველა სამშენებლო კომპანიასთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, სადაც კალაძის თქმით, დაუსრულებელი პროექტები ყველას ინდივიდუალურად წარედგინება. 

“მინდა მივმართო დეველოპერებს, მივედით იმ ეტაპზე, სადაც გვჭირდება თქვენი ჩართულობა და თანადგომა, მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ მომავალ კვირას გავაკეთოთ დიდი შეხვედრა, წარმოგიდგინოთ ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დასრულდეს. ამ ადამიანებს (დაზარალებულებს) უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ დაიბრუნონ ფართები, რაშიც ფული აქვთ გადახდილი. 

„ცენტრ პოინტსა“ და M2 შორის შეთანხმება ვერ შედგა - ირაკლი ხმალაძე

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილება," - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ

მინდა დაზარალებულებს მივმართო და ვუთხრა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მრავალწლიანი პრობლემა მოვაგვაროთ.

ბევრი დეველოპერი გამოგვეხმაურა, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა იქნება, რომ მალე დასრულდეს ეს პროექტი“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ერთ-ერთი ბოლო მოლაპარაკება M2-თან მიდიოდა, რაც უშედეგოდ დასრულდა.

ჯერ კიდევ 7 თვის წინ, გუკა რჩეულიშვილი ამბობდა, რომ ფაქტობრივად ყველაფერზე შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ M2-ის მიერ სახელმწიფოსთვის წაყენებული ორი პირობა არ შესრულდა. 

“ერთი ეხე­ბა ფი­ნან­სურ ინი­ცი­ა­ტი­ვებს სა­გა­და­სა­ხა­დო კუ­თხით. მე­ო­რე, ნი­ნოშ­ვი­ლის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გეგ­მის დამ­ტკი­ცე­ბას. ამ ორ სა­კი­თხზე ვერ შე­თან­ხმდნენ, ამი­ტომ ჩა­ი­შა­ლა M2-ის სცე­ნა­რი, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სხვა სცე­ნა­რე­ბი არ გვი­დევს მა­გი­და­ზე. უკვე ბო­ლო­ში ვართ გა­სუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე“, – აცხადებდა რჩეულიშვილი რამდენიმე თვის წინ.

რაც შეეხება დეველოპერების პოზიციას, რადიო “ფორტუნა” შეეცდება მათთან დაკავშირებას და კომპანიების პოზიციასაც შემოგთავაზებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები