LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს და დაჩქარებული წესით მიღებას აპირებენ: წითლიძე

82
ანა წითლიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ხელისუფლებამ საკრებულოებში კიდევ ერთი არალეგიტიმური პროცესი დაიწყო და მათ შორის ვადაგასულმა საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს და დაჩქარებული წესით მიღებას აპირებენ.

მივმართავ “ქართულ ოცნებას”, არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე: დაუშვილი

წითლიძის თქმით, საკრებულოებში უმცირესობაში გადასული მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას და ემზადება 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად, იმის შიშით, რომ მათ საკრებულოში არ აქვთ უმრავლესობა:

“ხელისუფლებამ დაიწყო კიდევ ერთი არალეგიტიმური და არაკანონიერი პროცესი საკრებულოებში. ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდის უკვე ვადაგასულმა საკრებულომ დაიწყო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და აპირებს დაჩქარებული წესით მიღებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადა არის 30 დეკემბერი. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების შეჯამებიდან 30 დღის განმავლობაში შეუძლია ჩანიშნოს პირველი ახლად არჩეული საკრებულოს სხდომა, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლად არჩეული საკრებულოები ეტევიან ყველანაირ სამართლებრივ ვადებში განიხილონ და დაამტკიცონ 2022 წლის ბიუჯეტი.

თუმცა, დღეს მივიღეთ რეალობა, როდესაც საკრებულოებში უმცირესობაში გადასული მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას და განიხილავს და ემზადება 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად, იმის შიშით, რომ საკრებულოში მათ არ აქვთ უმრავლესობა და ახალი საკრებულოების პირობებში ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნას შეიძლება რიგგარეშე არჩევნები მოჰყვეს.”  – თქვა  წითლიძემ.

აღნიშნულ ბრალდებას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია პასუხობს, მისი თქმით, განსაკუთრებული არაფერი ხდება:

“ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებია და რეალობაში რაც ხდება, მერიას აქვს ვალდებულება, რომ ყოველი წლის არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოში განსახილველად გაიტანოს, რაც ჩვენთან ზუგდიდში მერიამ შეასრულა. ამის შემდეგ საკრებულოს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ბიუჯეტის პროექტის საჯაროობა, განიხილონ კომისიებში, ფრაქციებში და შენიშვნებით უკან არაუგვიანეს 25 ნოემბრისა მიუბრუნოს მერიას განსახილველად. ზუსტად ამ პროცესებში ვართ დღეს. სხვა განსაკუთრებული არ ხდება.

განხილვის ვადებს წყვეტს მუნიციპალიტეტის ბიურო, ბიურის შემადგენლობაში შედიან როგორც სახელისუფლებო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელები, ასევე ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელები. ბიუროზე იქნა განხილული და დადგენილი ვადები, როდის განეხილათ კომისიურად საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი და როდის განეხილათ ფრაქციებს და როდის მოგვეწყო საჯარო განხილვა. აქედან გამომდინარე პროექტი განხილულ იქნა ამ გრაფიკის შესაბამისად კომისიებში, ამ კომისიების მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციიდან დეპუტატები.” – თქვა მან.

შეგახსენებთ, დღესვე პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა მმაღთველ პარტიას მიმართა, რომ პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე და ახალი საკრებულოების მუშაობის დაწყებამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები