LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცენტრალური საქართველოს რეგიონებში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა დაინერგება

113
მყარი ნარჩენები

ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის საკრედიტო ბანკის, საერთაშრისო საკონსულტაციო კომპანიის COWI და მათი ადგილობრივი პარტნიორი კომპანიის RECC – Caucasus წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში, კვლევის განმახორციელებელმა საკონსულტაციო კომპანიამ წარადგინა ანგარიში – მიმოიხილეს საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პრაქტიკა, ცენტრალური საქართველოს, კერძოდ, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არსებულ მდგომაროება, დამსწრეებს გააცნეს ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვისა და პროექტის განხორციელების გეგმა.

აღნიშნული კვლევა განიხილავს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისთვის ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის დანერგვას და ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ორი ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი ექვსი სადგურისგან შემდგარი ქსელის მოწყობას. ამასთან ერთად, კვლევის ფარგლებში, საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ორი საწარმოს სამომავლოდ მოწყობის შესაძლებლობა განიხილება.

შედეგად, ცენტრალური საქართველოს რეგიონებში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა დაინერგება, რაც სამივე რეგიონში გააუმჯობესებს გარემო და საცხოვრებელ პირობებს, ასევე ნარჩენების შეგროვების მომსახურება მეტად ხელმისაწვდომი გახდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g