ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მოსახლეობამ ქცევა უნდა შეიცვალოს.
„მოსახლეობაში არ გაჩნდა იმის განცდა, რომ ვდგევართ უდიდესი რისკის წინაშე ძალიან მძიმე პერიოდში. ყოველდღიურად განვიცდით მძიმე დანაკარგს და ამისთვის ჩვენს ქცევაში რამე უნდა შევცვალოთ.
მე ვერ ვხედავ, რომ მოსახლეობამ რადიკალურად შეცვალა შეკრებებისადმი და პირბადეებისადმი დამოკიდებულება. უნდა გაიაზრონ რამხელა რისკია პირადად მათთვის და ქვეყნისთვის,”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
31 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 79 ადამიანი.
ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დღეს საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეგულაციები დაამატა, არსებულები კი გაახანგრძლივა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა 4 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა
