LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცერცვაძე: სულაც არ არის ტრაგედია, უნდა შევეგუოთ იმას, რომ „ომიკრონი“ ყველგან თუ გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება

778
BeFunky-collage

ახალი შტამის გამო არავითარი პანიკა არ არის საჭირო, – ასე პასუხობს თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე შეკითხვას, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისთვის, რომ „ომიკრონის“ საქართველოში შემოღწევა მაქსიმალურად გადავადდეს.

“უნდა შევეგუოთ იმას, რომ „ომიკრონი“ ყველგან თუ გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება, უბრალოდ, ვიცოდეთ, რომ ეს სულაც არ არის ტრაგედია, დაცვის უნივერსალური საშუალება, პირველ რიგში, არის პირბადე, რაც 100%-ში იცავს, როგორც „დელტა“, ისე ახალი და ნებისმიერი შტამისგან “, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში აღნიშნა, პანდემიის დაძლევა-დამთავრება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სამედიცინო არსენალში ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტები გამოჩნდება.

„ვიდრე ასეთი მედიკამენტები არ იქნება, მარტო ვაქცინაციით პანდემია ვერ დასრულდება. თუნდაც იმიტომ, რომ მთლიანი მოსახლეობა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იქნება ვაქცინირებული. თან, ვაქცინა 100%-ით მაინც არ იცავს. ამიტომ, კომბინირებულად უნდა იქნას გამოყენებული ვაქცინები და ახალი მედიკამენტები. ამ ახალი ანტივირუსული მედიკამენტებიდან, დღემდე, გვქონდა მხოლოდ „რემდესივირი“, რომელიც ძალიან კარგი მედიკამენტია “, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g