LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო – პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს ექვსმა პარტიამ მოაწერა ხელი

454
ცესკო

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. ინფორმაციას ცენტრალური საარცევნო კომისია ავრცელებს.

ცესკო-ს ცნობით, აღნიშნულ არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმება საარჩევნო ადმინისტრაციამ შესთავაზა.

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ აერთიანებს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის გრძელვადიან განვითარებას.

ქცევის კოდექსი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა, 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. ხელმოწერის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით პარტიებს გაუგზავნა და საბოლოო ვერსია სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა.

ქცევის კოდქსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს 9 სექტემბრიდან შეეძლოთ. ხელმოწერილი დოკუმენტი საჯაროა და განთავსებულია ვებგვერდზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები