LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო – საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურის, ხულოს, ოზურგეთის უბნების გადათვლის მიუხედავად, შედეგები უცვლელი დარჩა

141
cesko
რამდენიმე საარჩევნო უბნის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ შედეგი უცვლელი დარჩა.
ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ამ წუთებშიც მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები, სადაც განიხილება განცხადება, საჩივრები კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით, მათ შორის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც აღნიშნული საარჩევნო უბნის შედეგი დარჩა უცვლელი.

გადათვლის შედეგად ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის და ხულოს საოლქო კომისიებში გადათვლილი თითო-თითო საარჩევნო უბნის შედეგები.

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელი ორგანიზაციები “სამართლიანი არჩევნებისა” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, თუმც ამ პროცესის განხორციელების შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება.

რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, აქაც დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი და ჩვენ ხვალ დილით განახლებულ ინფორმაციას შედეგების შესახებ მივაწვდით საზოგადოებას.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება და რა თქმა უნდა საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თითოეულ საარჩევნო ოლქში განხილვის შედეგების თაობაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში,” – აცხადებს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კალანდარიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g