LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს თავმჯდომარე ისევ თამარ ჟვანია გახდა

2016111616581012

ცესკო-ს თავმჯდომარე, მეორე ვადით თამარ ჟვანია გახდა.  ცესკო-ს წევრებმა თავმჯდომარე ფარული კენჭისყრით აირჩიეს.

თამარ ჟვანიასთან ერთად ცესკო-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოდნენ ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია.

დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. კენჭისყრა ენმ-მ და “ევროპულმა საქართველომ” პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მათი მტკიცებით, თამარ ჟვანიას მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით „ოცნებას“ გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები