LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცესკოს თავმჯდომარეობა სწორედ ის თანამდებობაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ბულინგის სამიზნე გახდეს“ – ვოლსკი

43
გია

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლკსიმ ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდება, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარისა  მოსამართლეობის კანდიდატებზე.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია - იხილეთ სია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყო

„საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მნიშვნელოვანია ცესკოს თავმჯდომარის პოსტი. არჩევნების პერიოდში ცესკომ კანონის შესაბამისად იმოქმედა და მას არ უკავშირდება ის, თუ რაიმე პრეტენზია ჰქონდა ოპოზიციას. ვითომ, არჩევნების გაყალბება მოხდა და ამაში მონაწილეობას ცესკო იღებდა.

საზოგადოებამ დაინახა, რომ ცესკოს თავმჯდომარეობა სწორედ ის პოსტი და პასუხისმგებლობაა, რომელიც შეიძლება სერიოზული ბულინგის სამიზნე გახდეს, კონკრეტული პარტიები თუ გადაწყვეტენ, ასე გააკეთონ და მათ ინტერესებს დაუქვემდებარონ პოლიტიკური საქციელი. აქედან გამომდინარე, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც ჯერ თავს იკავებენ კონკურსში მონაწილეობისგან.

იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება საკვანძო საკითხები, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის, მოსამართლეობის კანდიდატებზე, საგარეო თუ საშინაო კურსზე, სადაც ოპოზიციას ექნება ერთიანი პოზიცია.

ეს არ არის ემოციით გამოწვეული, ეს არის სურვილი, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ იგრძნოს, რომ მასზე ზრუნავენ პოლიტიკური პარტიები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები