LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კომისიასთან გასაუბრებას 8 პირი გაივლის

74
სდფაჰყ

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კომისიაში 11 განაცხადი შევიდა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის განაცხადებით, 8 პირი გადავიდა გასაუბრების ეტაპზე, წევრობაზე კი 17 განაცხადი გაკეთდა და 16 პირი გაივლის გასაუბრებას კომისიასთან.

კანდიდატების ვინაობის შესახებ ცნობილი გახდება დღეს, 7 ივლისს და ამავე დღეს დაიწყება გასაუბრება მათთან.

“კარგი ამბავი ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, გასაუბრების ლაივსტრიმი გაუშვას (სავარაუდოდ ვებ-გვერდზე) და ტექნიკურ დეტალებს ვაგვარებთ“, – აცხადებს სიმონიშვილი.

კანდიდატების შესარჩევ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ კომისია თითოეულ ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტს 2 ან სამ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან ორს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, სხვა შემთხვევაში კი 6 თვე.

პოპულალურები