LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს სრულდება – პრეზიდენტს განსახილველად 3 დღე ექნება

107
cesko 55

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება.

გასაუბრების პროცესი გუშინ დაიწყო და დღეს უნდა დასრულდეს.

სპეციალური კომისია გუშინ 15 პირს თითქმის 10 საათის განმავლობაში უსმენდა.

კომისიამ  დღეს თავმჯდომარეობის ერთ და წევრობის 9 კანდიდატს უნდა მოუსმინოს.

შერჩეული კანდიდატებს პრეზიდენტს წარუდგენენ.

სალომე ზურაბიშვილს განსახილველად 3 დღე ექნება, ვიდრე კანდიდატების საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.

თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატების 100 ხმა არ ექნება, სამი მცდელობის შემდეგ, ის უბრალო უმრავლესობით მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია – იხილეთ სია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები