LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოში „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე იქნება

69
giorgi sioriZe

ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ცესკოში ფრაქციის წარმომადგენელად გიორგი სიორიძე წარადგინა.

სიორიძე დღეს, 20 მაისს, ფრაქციის წევრებმა ბადრი ჯაფარიძემ და ანა ნაცვლიშვილმა წარადგინეს.

„ჩვენ, როგორც ოპოზიციურ ფრაქციას გვაქვს საშუალება, წარვადგინოთ ცესკო-ს წევრად ბატონი გიორგი სიორიძე. გამორჩეული ერუდიციის ადამიანი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში, უშუალო მონაწილეა და შეიძლება ითქვას, თანაავტორიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცესკო იყოს დაკომპლექტებული კვალიფიციური პიროვნებებით.

მიგვაჩნია, რომ ცესკოში მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება იმისათვის, რომ ცესკოს დაეტყოს რეალური ცვლილებები”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ და დასძინა, რომ  თამარ ჟვანია ვერ ჩაატარებს არჩევნებს, არჩევნებს ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია, 10 ახალი წევრი დაინიშნება.

მან საარჩევნო რეფორმა შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციური პარტიები ყველა შესაძლებლობას სრულად გამოიყენებენ, თვითმართველობის არჩევნები სრულიად ახალი ტიპის იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g