LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოთან სამი პირი დააკავეს – აქციის მონაწილეებს თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ

68
აქცია

ცესკოს შენობასთან, სადაც ახალგაზრდა “ლეიბორისტები” მივიდნენ და თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ, დაპირისპირება მოხდა. სწორედ ამის გამო , სამი პირი დააკავეს და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავება ადმინისტრაციული 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ცესკო-სთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ და გააპროტესტეს თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა.  ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს. ამის საშუალება კი მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g