LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩა­ი­წე­რა ჩემი გა­მოს­ვლა და ცოტა ხნის შემ­დეგ “ბი-­ბი-­სი”-­დან მო­ვი­და მად­ლო­ბის წე­რი­ლი“ – რა რჩევებს აძლევდა დონარა კინწურაშვილი ჟურნალისტებს

260
BeFunky-collage (7)

საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი, დონარა კინწურაშვილი 82 წლისა, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

დონარა კინწურაშვილი 1963 წელს, 21 წლისა მივიდა ტელევიზიაში და იქ 45 წელი დაჰყო. სხვადასხვა დროს იყო დიქტორი, “მოამბის”, ასევე, ცნობილი საბავშვო გადაცემის “ცეროდენას ეკრანის” წამყვანი.

“კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა…ჩვენი “ცეროდენას ეკრანი” – დონარა კინწურაშვილს ემოციურად ემშვიდობებიან

“კვი­რის პა­ლიტ­რის” არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა დო­ნა­რა კინ­წუ­რაშ­ვილ­თან წლე­ბის წინ ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც ის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდს იხსენებს. დონარა კინწურაშვილი ინტერვიუში ყვება, რომ ტელევიზიაში მისი საქმიანობა 1963 წელს და­ი­წყო და 21 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლი ჩა­წე­რი­დან გამოვიდა.

ცნობილი ტელეწამყვანი ამავე ინტერვიუში „ბი-ბი-სი-სთან“ თანამშრომლობის ეტაპსაც იხსენებს და მათ, ვინც ახლა ამ სფეროშია, კონკრეტულ რჩევებს აძლევს.

გთავაზობთ „კვირის პალიტრის“ ინტერვიუდან ამონარიდს:

„ბი-ბი-სი -ს გადამღები ჯგუფი ჩამოსული იყო იმისათვის, რომ გადაეღო მოკავშირე რესპუბლიკების ხალხური შემოქმედება და წარედგინა ინგლისისთვის. იმ წელს პირველად იღებდა მონაწილეობას საქართველო. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. ჩაიწერა ჩემი გამოსვლა და ცოტა ხნის შემდეგ ბი-ბი-სი -დან მოვიდა მადლობის წერილი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო წარდგენაში შეტანილი წვლილისათვის.

ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო სუფლიორი მაშინ. არც ტექნიკა გვქონდა წესიერი, ფუჭდებოდა და კარგა ხანს ველოდით ხოლმე მის გაკეთებას… გააკეთებდნენ, მერე ისევ მალევე ფუჭდებოდა, ახლა რომ ვფიქრობ, საშინელ პირობებში ვმუშაობდით. სულ ძველ და გაფუჭებულ ტექნიკას გვიგზავნიდა რუსეთი. დღეს ტექნიკა განვითარებულია და მიხარია. ერთხელ ჩვენთან საკავშირო შოუ-პროგრამების რედაქტორი მასლიაკოვი ჩამოვიდა, გაოცებული იყო, როგორ მუშაობთ ამ პირობებშიო.

მინდა, ყურადღება ჟურნალისტების ჩაცმის სტილზე გავამახვილო, რაც საშინლად არ მომწონს. არ შეიძლება ასეთი სიტიტვლე ეკრანზე. ლამის შორტებით გამოდიან და ყველაფერი უჩანთ. ასე როგორ შეიძლება, ჩაცმის კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს. მახსოვს, ოპერაში საახალწლო გადაცემას ვწერდით, ძალიან ლამაზი კაბა მეცვა, ოდნავ ჩახსნილი, რეკავს გადაცემის ავტორი, დონარას უთხარით რამე მოიხუროსო. ახლა კი ისეთი განუკითხაობაა, არ ვიცი. ალბათ სიამოვნებთ, ასეთ გაშიშვლებულ გოგონებს რომ უყურებენ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g