პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი , რომელიც ეძღვნებოდა იმას, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს სათმაშოები ბავშვის განვითარებაზე. ექსპერიმენტის მსვლელობისას დედებს და ბავშვებს პოპულარული სათმაშო შესთავაზეს. ერთი ჯგუფი იყენებდა ჩვეულებრივ სორტერს (კონტეინერი, სხვადასხვა ფორმის ნახვრეტებით და ფიგურებით) მეორე ჯგუფი კი სორტერს ხმოვანი ეფექტებით.
აღმოჩნდა, რომ ბავშვებისთვის, თამაშის დროს დედის კომენტარის მოსმენა გაცილებით საინტერესო იყო, ვიდრე ხმოვანი სათმაშოსი. ამასთნ ერთად გაირკვა, რომ წარმოსახვითი აზროვნება და გარემოს შეცნობა ბავშვებში გაცილებით სწრაფად ვითრდება სწორედ მშობლებთნ ურთიერთობით. მეცნიერები, რასაკვირველია არ სთვაზობენ მშობლებს ტექნიკის აღმოფხვრას ბავშვის ყოველდღიურობიდან, თუმცა გვირჩევენ ოქროს შუალედის პოვნას ელექტრო მოწყობილობებსა და უშუალო კონტაქტს შორის.