LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩააქრეთ სინათლე – საქართველო გლობალურ მოძრაობას შეუერთდება

134
56158154_2192492280773273_3926253171206258688_n

30 მარტს, 20:00-21:30 საათზე საქართველოში „დედამიწის საათი“ აღინიშნება. ღონისძიება რიყის პარკში ჩატარდება.

როგორც საქართველოში ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, დედამიწის საათისმთავარი მიზანია, კლიმატის ცვლილების და ბუნების კარგვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, საკუთარი პასუხისმგებლობის გაზრდა და ქცევის გარემოს სასარგებლოდ შეცვლა.

რიყის პარკში ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ოთო ნემსაძე და ჯგუფები MokuMoku, Killages.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), CENN, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და თბილისის მერია.

„ჩააქრეთ სინათლე თქვენს სახლებში და სამუშაო ადგილებზე 30 მარტს 20:30-დან 21:30 საათამდე. ჩაერთეთ გლობალურ მოძრაობაში! შემოგვიერთდით “დედამიწის საათზე” და გააგებინეთ ყველას რომ ბუნება მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ცნობისთვის, „დედამიწის საათი“ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ დაარსებული უდიდესი გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობაა, რომელიც პირველად 2007 წელს, ავტრალიის ქალაქ სიდნეიში გაიმართა. გასულ წელს 188 ქვეყანა და მილიონობით ადამიანი შეიკრიბა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის გარშემო – ჩვენი ერთადერთი სახლის – დედამიწის დაცვისთვის.

გარემოს დაბინძურება, ბუნებრივი რესურსების ჭარბი გამოყენება, ბრაკონიერობა, ჰაბიტატების განადგურება და სხვა ამგვარი ქმედებები აჩქარებენ ბუნების კარგვის პროცესებს, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს. უნდა გავაცნობიეროთ, თუ რატომ არის ბუნება მნიშვნელოვანი და დავიწყოთ მოქმედება მის შესანარჩუნებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები