LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭაჭის ექსპორტი 153%-ით გაიზარდა

49

2017 წლის იანვარ-აგვისტოში, მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9 758 746 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 103%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ექსპორტირებულია 21,85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 98%-ს აღწევს.

უწყების ინფორმაციითვე, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 132 746 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 153% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 367 757 აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ს მიაღწია.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 2017 წლის იანვარ-აგვისტოს საანგარიშო პერიოდში 165,34 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 52% შეადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g