LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაცმულობის გამო მამა-შვილის ცემისთვის 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

136
45717905-2324058490956341-2705585541121835008-n-800x445

თელავის რაიონულმა სასამართლომ, პანკისში, ჩაცმულობის გამო მამა-შვილის ცემის ფაქტზე 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მესამე პირი, რომელიც არასრულწლოვანია, 2000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროცესზე ბრალდების მხარე სამივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში, გოჩა წელაური და მისი 16 წლის შვილი სამმა პირმა ჩაცმულობის გამო სცემა. ჩაცმულობაში იგულისხმება შორტები.  ძალადობის შედეგად მამა-შვილმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის სხივის ძვლის მოტეხილობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g