LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩადე“ – ქართველმა გოგონამ ტელეფონებისა და პლანშეტების ორიგინალური, ხელნაკეთი სადგამის ბრენდი შექმნა

1424
ipiccy-image

ქართულ ბაზარზე ტელეფონებისა და პლანშეტების ორიგინალური, ხელნაკეთი სადგამები გამოჩნდა, რომლებიც ბრენდ „ჩადე“-ს ქვეშ იწარმოება. „ჩადეს“ დამფუძნებელი ინგა ჯიხაიაა, რომელიც „ფორტუნას“ ბრენდის შექმნის ისტორიის შესახებ უყვება და ასევე, „ჩადეს“ საქმიანობის დეტალებს აცნობს.

-როდიდან გამოჩნდა „ჩადე“ ადგილობრივ ბაზარზე??

„ჩადეს“ შექმნის იდეა 2020 წლის თებერვალში გამიჩნდა, ზუსტად მაშინ, როცა მეგონა, რომ არასოდეს კარგად აღარ ვიქნებოდი. ჩემი იმჟამინდელი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ფსიქოლოგიური ძალადობიდან იყო გამოწვეული. ფსიქოლოგთან და ოჯახთან შეთანხმებით წავედი სხვა ქვეყანაში, რათა გამოვსულიყავი მდგომარეობიდან. სწორედ იქ გაჩნდა „ჩადეს“ დაარსების იდეა და დავიწყე ფიქრი მხოლოდ იმაზე, რომ ეს იდეა უნდა განმეხორციელებინა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აპრილის თვეში, საცდელად რამდენიმე ხის სადგამი დავამზადე. გადავწყვიტე, რომ ეს სადგამები რაიმეთი განსაკუთრებული გამეხადა. ვიფიქრე, მომეხატა ყველა სათითაოდ, სხვადასხვა დიზაინით, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მანამდე არასდროს დამიხატავს. მაინც არ შევეპუე და ცდას ცდა არ დავაკელი. ახლა გამომდის ისე, რომ ჩემს მომხმარებლებს მოსწონთ ჩემი ნახატები და ჯერჯერობით უკამყოფილო არავინ დარჩენილა.

– რას მოიცავს „ჩადეს“ საქმიანობა და თუ გყავთ კონკურენტები?

ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ Hands free-ს, კომფორტს, ინდივიდუალურ დიზაინს და ბუნებრივ მასალას. არ მინდა ქედმაღლობაში ჩამეთვალოს, მაგრამ კონკურენტები „ჩადეს“ არ ჰყავს, ვინაიდან, არ მსმენია ვინმე ტელეფონისა და პლანშეტის სადგამს ხელით აკეთებდეს და ხატავდეს.

-სად ხდება რეალიზაცია, დაინტერესებულმა პირმა როგორ უნდა შეიძინოს “ჩადე”?

ჯერჯერობით, მხოლოდ ონლაინ გაყიდვები გავქვს, ფეისბუქის და ინსტაგრამის პლატფორმებიდან.

-დაინტერესება და გამოხმაურება როგორია საზოგადოების მხრიდან?

საკმაოდ მაღალია, ყოველდღიურად უფრო და უფრო იმატებს შეკვეთები, ხშირად ვერც ვასწრებ ხოლმე დამზადებას. მე ხომ მხოლოდ ერთი ვმუშაობ და თითქმის ყველა „ჩადე“ სრულად განსხვავებული და ინდივიდუალურია.

-„ჩადეს” სამომავლო გეგმები – თუ აპირებთ პროდუქციის გამრავალფეროვნებას?

კი, აუცილებლად ვაპირებ მრავალფეროვანი პროდუქტი შევთავაზო ჩემს საყვარელ მომხმარებლებს, რომლებიც უკვე საკმაოდ ბევრნი არიან და მათი შეფასებები მე ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. კონკრეტულად რა სიახლეები ექნება „ჩადეს“ 2022-ში, ამაზე ახლა საუბარი არ მინდა, მირჩვენია სიურპრიზად დავტოვო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები