„ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის და საგანძურის გადასარჩენად“ – ამ მოწოდებით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები კულტურის სამინისტროსგან და კერძოდ, მინისტრ თეა წულუკიანისგან მუზეუმთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმის საზოგადოებისთვის წარდგენას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეროვნული საგანძური საფრთხის ქვეშაა.
„ლეგიტიმური შიში არსებობს იმისა, რომ მუზეუმს და მასში დაცულ განძს საფრთხე ემუქრება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა განცხადება, რომ მუზეუმის აღდგენა არარენტაბელურია. ეს ყველაფერი რეალური შიშის საფუძველს გვიტოვებს. ამ ხალხმა საყდრისი ერთხელ უკვე ააფეთქა, შესაბამისად შიში არის რეალური,“- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.