LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჭადრაკი ერთია, მაგრამ ის იყო ადამიანი ჩემპიონი…“ – ჭადრაკით დაინტერესებული 200 მოსწავლე, ათობით გამარჯვებული და ყველაზე ემოციური ტურნირი ჭადრაკში: ტრაგიკულად გარდაცვლილი, ნინო ხურციძის მემორიალური ტურნირი ვანში გაიმართა

285
ნინო ხურციძე (2)

უკვე მეექვსე წელია, რაც ვანის მუნიციპალიტეტში უდიდესი ქართველი მოჭადრაკის, ტრაგიკულად გარდაცვლილი, ნინო ხურციძის სახელობის მემორიალური ტურნირი იმართება.

აღნიშნული ტურნირი ვანში 2019 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან მემორიალურ შეჯიბრებაში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს.

წელს გამართული მემორიალიც, ისევე როგორც გასულ წლებში, საკმაოდ ემოციური გამოდგა.  

ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და ვანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ნინო ხურციძის მემორიალი 2025-ში საქართველოს მასშტაბით 200 მოსწავლე|მოჭადრაკე მონაწილეობდა.

„ეს ჩემთვის ყველაფერია, მე ამას ჩემი ნინოსთვის ვაკეთებ“ – მითხრა ქალბატონმა მზიამ და ეს სიტყვები ყველაფერს ნიშნავს“, – ამბობს ვანის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ირმა ცხვარაძე, რომელიც იხსენებს ნინო ხურციძის მშობლების ჩართულობას ტურნირის ორგანიზებაში.

ირმა ცხვარაძემ „ფორტუნასთან“ ასევე ისაუბრა ტურნირის მნიშვნელობაზე:

„დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ნინოს ფესვები ვანიდან არის, ის აქაურია. ჩვენ დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით მოვიხსენიებთ მას, ვწუხვართ, რომ ასეთ ახალგაზრდა ადამიანზე, პროფესიონალზე წარსულში გვიწევს საუბარი. მე მაინც იმას ვიტყვი, რომ ნინო ხურციძე ჩვენთვის არ არის გარდაცვლილი, მისი სული აქ, მის სახელობის საჭადრაკო სკოლაში და ამ ტურნირზე ტრიალებს. ვეფერებით მის სულს და მის საყვარელ ოჯახს…

რაც შეეხება ტურნირს, მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული ტურნირით გაიხსნა ნინო ხურციძის სახელობის სახლი, მაშინ ჩატარდა ძალიან მასშტაბური, მსოფლიო ჩემპიონებს შორის შეჯიბრება. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჩვენმა მუნიციპალიტეტმა ყოველწლიურად ამ ტურნირის ჩატარება და ასე გაგრძელდება ყოველ წელს, რადგან უდიდესია ახალგაზრდების ჩართულობა, წლიდან წლამდე იზრდება ტურნირში მონაწილეობის მსურველი ბავშვების რაოდენობა და წელს უკვე 200-მდე ბავშვი მონაწილეობს. უჭკვიანესი, არაჩვეულებრივი ბავშვები მონაწილეობენ ნინო ხურციძის სახელობის ტურნირში.

სათითაოდ ათვალიერებენ მონაწილე ბავშვები ჩვენს საჭადრაკო სკოლას, მათ იციან, ვინ იყო ნინო ხურციძე და რა დამსახურება მიუძღვის საჭადრაკო სფეროში მსოფლიო მასშტაბით. მოსახლეობის და ბავშვების დიდი მოთხოვნით და დაინტერესებით გადაწყდა ამ ტურნირის ყოველწლიურად გაგრძელება ჭადრაკის ფედერაციისა და ადგილობრივი ფედერაციისა და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

ნინო ხურციძის მშობლების უდიდესი ჩართულობითაც, რადგან ეს ხალხი, მზია ფხაკაძე და ომარ ხურციძე, არიან ადამიანები, რომელთაც გამოიარეს შვილის გარდაცვალებით გამოწვეული უდიდესი ტრაგედია, მაგრამ იმდენად ჩართულები არიან ყოველ დეტალში და გვერდში გვიდგანან, რომ საუკეთესოდ ჩაიაროს ამ მასშტაბურმა ტურნირმა…“, – ამბობს ვანის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირმა ცხვარაძე.

ტურნირის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ვანის მუნიციპალიტეტის მერიამაც:

„ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და ვანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა ნინო ხურციძის მემორიალი 2025 ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობდა 200 მოსწავლე/ მოჭადრაკე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. ტურნირს ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე- შოთა გიორგაძე და ვანის ა(ა)იპ ვანის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე გიორგი ივანიაძე. ასევე საპატიო სტუმრები: ალექსანდრე არსენიძე -იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი და ნინო ხურციძის ოჯახის წევრები.
ტურნირი, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. იგი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ. გამარჯვებულები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით: 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის: 1. მიქაძე მარიამი; 2. ჩარგეიშვილი მარიამი; 3.სანიკიანი ოდრი.
8 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის: 1. ნანავა ცოტნე; 2. სარჯველაძე დემეტრე; 3. ანთია იოანე; 10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის: 1. ბერიშვილი ლილე; 2. შურღულაია ნინო; 3. კუბლაშვილი ანასტასია;
10 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის: 1. ყუბანეიშვილი ანდრია; 2. ერაძე ილია; 3. სიორდია ნიკოლოზი; 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის: 1. დოგრაშვილი მართა; 2. გიორგაძე მარიამი; 3. ბელთაძე მარიამი;
12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის: 1. წულაია გიორგი; 2. გაბელაია ვანო; 3. გაბრიჭიძე გეგა; 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის: 1.ჭიჭინაძე ანასტასია; 2. კიტაძე ანანო; 3. გუნია ნინო;
16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის: 1. ცივაძე რევაზი; 2. ჩხარტიშვილი ლაზარე; 3. კიკალიშვილი ლუკა; ღია ტურნირი: 1. ნაყოფია გიორგი; 2. ბეჭვაია გრიგოლი; 3. ჯახაია ანდრია ღია ტურნირის საუკეთესო შედეგები ქალთა შორის: 1. ქუთათელაძე ანასტასია
აღნიშნული მემორიალი ვანში 2019 წლიდან იმართება და მასში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტურნირში გამარჯვებულებს ჯილდოები ნინო ხურციძის შვილმა, სკოლა-ლიცეუმ, „პრომეთეს“ IX კლასის მოსწავლემ, დავით მორჩიაშვილმა გადასცა.

ნინო ხურციძის შესახებ:

„ჭადრაკი ერთია, მაგრამ ის იყო ადამიანი ჩემპიონი…“

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა წევრი, ნინო ხურციძე 2018 წელს, 24 აპრილს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნინო ხურციძე სიმსივნეს ებრძოდა. ნინოსთვის ჭადრაკი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ნინო ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის იყო. მას 5 საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული. ნინო ხურციძე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელია და საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონი მამაკაცთა შორის, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს და ასევე, საქართველოს თასის მფლობელი.

🏆🥇♟ ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და ვანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა ნინო ხურციძის…

Posted by ვანის მუნიციპალიტეტის მერია on შაბათი, 18 ოქტომბერი, 2025
Dio magti 5g