პრაღაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი მოზარდები წარმატებით ასპარეზობენ.
ინფორმაციას ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
„ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ:
ნიკოლოზ შამათავა, კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე, გაბრიელ გაბადაძე და ლილე სვანაძე!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.