LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ვითარდება გარდაბნის მუნიციპალიტეტში – ამირან გამყრელიძე

206
amiran-gamkrelidze-w-h

“გარდაბანში არსებული კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება დროულად ჩავახშოთ”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა გარდაბნის რამდენიმე სოფელსი გაფართოებული ტესტირება იწყება და რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება.

“გვაღელვებს მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. გარდაბანის რამდენიმე სოფელში სადაც ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გაფართოებული ტესტირება იწყება. გვინდა, რომ მთლიანად გავტესტოთ ამ სოფლების მთლიანი მოსახლეობა და ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება დროულად ჩავახშოთ. გაფართოებული კვლევის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, გარდაბანში ინფიცირების პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია, 3 შემთხვევაში კი ჯერჯერობით უცნობია.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა იმართება, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩაიკეტება თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g