MT3-ის დაბადების დღის აღსანიშნავად ტრაქტორებმა „პატარა ტრაქტორების ცეკვა“ შეასრულეს. მინსკში მდებარე ტრაქტორების ქარხანამ გახსნიდან 71 წლის იუბილე იზეიმა და ამასთან დაკავშირებით ადგილობრივებს საინტერესო გასართობი პროგრამა შესთავაზა. ღონისძიების კულმინაციად კი ტრაქტორების მიერ შესრულებული ბალეტი იქცა. ჩაიკოვსკის „გედების ტბა“ ცოტა ხნით „ტრაქტორების ტბად“ გარდაიქმნა და სპეციალურად ამ დადგმისთვის, ტრანსპორტი სხვადასხვა აქსესუარებით იყო გაფორმებული. მთლიანობაში ცეკვა 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც ქარხნის თანამშრომლებმა მოგვიანებით განაცხადეს, ისინი „ტრაქტორების შოუსთვის“ უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ემზადებოდნენ და მრავალსაათიანმა ვარჯიშმა უშედეგოდ არ ჩაიარა.