LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაისა და ჩირის კომბინაციით, ქართულმა კომპანიამ დეტოქს ნაკრები შექმნა, რომელიც სტრესს ებრძვის

970
დ

ბაზარზე ქართული ჩაისა და ჩირის კომბინაციით შექმნილი დეტოქს ნაკრები გამოჩნდა. პროდუქცია ბრენდ „ჩიკორისა“ და „ჩაიმანიას“ ურთიერთთანამშრომლობით შეიქმნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ჩიკორის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

„ორგანიზმის მავნე ტოქსინებისგან გაწმენდა, ანუ დეტოქსი ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი სტრესულ პერიოდში. გადავწყვიტეთ ქართული ჩაისა და ჩირის კომბინაციით შეგვექმნა დეტოქს ნაკრები, ჩაიმანია -Teamania Chain-თან ერთად.

დეტოქს ნაკრების ღირებულებაა 50 ლარი და მოიცავს:

ჩიკორი • Chikori

ქლიავის ჩირი 500 გრ

ატმის ჩირი 250 გრ

ქლიავის ჩირი შოკოლადში 500 გრ

ჩაიმანია Teamania Chain

უმაღლესი ხარისხის შავი ჩაი გურიიდან 60 გრ

უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაი გურიიდან 60 გრ

ვაზის ფოთლის ჩაი, აკაციის ყვავილით 60 გრ

ნაკრების შეძენისას ადგილზე მიტანის მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა!“, – წერენ „ჩიკორის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, „ჩიკორის” მწარმოებელი „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია“ 2015 წელს დაარსდა. კომპანია ქარხანას ქარელის რაიონში, მდინარე ძამას ხეობის ეკოლოგიურად სუფთა მიდამოებში ფლობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ჩირების დამზადება. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. კომპანიას ასევე აქვს 25 ჰექტარი სხვადასხვა ხეხილის ბაღები, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღებიდან მიღებული ნედლეული ასევე გამოიყენება წარმოებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g