LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა…შანტაჟით ბრძენ ხალხს ვერ შეაშინებთ” – ბრეგაძე ჩალაძეს

199
BeFunky-collage - 2023-02-04T222143.106

ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა…შანტაჟით ბრძენ ხალხს ვერ შეაშინებთ, – ასე ეხმაურება საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ ჩალაძემ თქვა: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.

“ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა: უსამართლობა სამართლიანობაა, უკანონობა- კანონიერება, სისხლისღვრა-მშვიდობა და სამართალი არის ის რასაც ვიტყვით ჩვენ!

თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!”, – წერს რატი ბრეგაძე.

ჩალაძე: პაციენტის უფლებების დარღვევის გარდა, ნადირაძის ჭორაობა საზოგადოების დაცინვა და ე.წ. საცივის თემით მანიპულირებაა.. თუ ვინმე იტყვის, რომ საცივით 38 კილოს იკლებენ, მაშინ ახალი დიეტა აღმოგვიჩენია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g