LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭამე, ილოცე, შეიყვარე – კლაუდია შიფერის შეფ-მზარეულის 10 მარტივი და სასარგებლო რჩევა

218

კლაუდია შიფერის, მადონას, პრინცების უილიამისა და ჰარის შეფ-მზარეულის და კულინარიული წიგნების ავტორის სოფი მიშელის მტკიცებით, ფანტასტიური გარეგნობის და ჯანმრთელების შესანარჩუნებლად ათი მარტივი და სასარგებლო ჩვეულების გამომუშავებაც საკმარისია.

  1. გონივრული კვება

გონივრულად საკვების არჩევა საკმაოდ რთულია, რადგან გარშემო ზედმეტად ბევრი ცდუნებაა. ნუ დაელოდებით შიმშილის მწვავე შემოტევას, ისწავლეთ მისი ადრეულ ეტაპზე ამოცნობა და დააკმაყოფილეთ ორგანიზმის მოთხოვნილება დროულად.

  1. აუცილებელი საუზმე

დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ჩვენ სულ უფრო ნაკლები დრო გვრჩება ძილისთვის. თუ შეძლებთ ერთ დროს დაძინებას და გაღვიძებას, უფრო ადვილად შეძლებთ კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას. დილის გამოფხიზლებას კი, ნოყიერი საუზმე შეუწყობს ხელს. გრანოლა პოლბით ან კვერცხი-სკრემბლი მთელმარცვლოვანი პურით და ავოკადოთი – დაბალანსებული საუზმეა, რომელიც მთელი დღით მოგამარაგებთ ენერგიით. თუ დრო არ გაქვთ მომზადებისთვის, შეიძინეთ მწვანე სმუზი სუპერფუდთან ერთად და მიირთვით გზაში, სამსახურში მისვლამდე.

  1. მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურები

აუცილებლად შეავსეთ თქვენი რაციონი მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურებით. პოლბა საკმაოდ დიდი რაოდენობით ცილას (27-27%) შეიცავს და ხორცის მშვენიერი ალტერნატივაა. დღეში ცულ ცოტა ერთხელ მაინც უნდა მიიღოთ მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების შემცველი საკვები.

  1. ჯანსაღი ფასტფუდი

მოიმარაგეთ სწრაფი მომზადებადების პროდუქტები, რომელთა შეთავსებაც ადვილად შეიძლება ხილთან და ბოსტნეულთან.

  1. სწორად შერჩეული სნეკი

ყოველთვის ხელთ გქონდეთ პროტეინებით მდიდარი სნეკი. დღის განმავლობაში თავისუფლად შეგიძლიათ წაიხემსოთ თხილით და არაქისით, ყველითა და ლორით.

  1. სასარგებლო დანამატი

ძალიან რთულია საკუთარი თავისთვის დროის მოძებნა როცა დღის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებთ, საღამოს კი, საშინაო საქმეები გაქვთ მოსაწესრიგებელი. იმისთვის, რომ ყველაფერი მოასწროთ, მიმართეთ პროდუქტიულობის ასამაღლებელ დანამატებს და არაფერი აღარ დაგავიწყდებათ.

  1. ფიზიკური აქტიურობა

იმოძრავეთ მეტი! ეცადეთ დღეში მინიმუმ 1000 ნაბიჯი მაინც გააკეთოთ. დრო თუ გექნებათ სპორტდარბაზში შეიარეთ ან ისეირნეთ ძაღლთან ერთად. სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული საგრძნობლად აუმჯობესებს აზროვნებას.

  1. აუცილებელი სითხე

როცა ორგანიზმი გაუწყლოებულია ის უფრო სწრაფად იღლება, კანი კი, საშინლად გამოიყურება. ტონუსის შესანარჩუნებლად ყოველთვის თან გქონდეთ ერთი ბოთლი წყალი. მრავალფეროვნებისთვის დაუმატეთ მას ლიმონი ან ლაიმი, ახალი ან გაყინული კენკრა.

  1. საკუთარი თავის განებივრება

კარგი განწყობის შესანარჩუნებლად პერიოდულად გაანებივრეთ საკუთარი თავი. სილამაზის სალონის სტუმრობა, მასაჟი ან შოპინგი სარგებელს მოუტანს თქვენს სულსაც და სხეულსაც.

  1. ურთიერთობა

მიუხედავად გადატვირთული სამუშაო დღისა, ეცადეთ რაც შეიძლება ხშირად შეხვდეთ მეგობრებს და ხშირი ურთიერთობა გქონდეთ ახლობლებთან, რადგან კარგად მუშაობისთვის, ზოგჯერ მისგან დასვენებაც საჭიროა.

 

http://www.glamour.ru/health/diet/1214486/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g