LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოხსენით პლაკატები: თბილისში ბევრი სკვერი და პარკი მოეწყობა

93
FORTUNA.GE (12)

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა საარჩევნო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. ამის შესახებ ქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

”მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ სააგიტაციო მასალები ჩამოიხსნას და მოვაწესრიგოთ ქალაქი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არ დავტოვოთ ეს მასალები კედლებზე, ღობეებზე და ა.შ. იმიტომ რომ ვიზუალურად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარის ოდენობით”.

საახალწლო სოფელი არ გვექნება: მერია სოფლის ასაშენებელ თანხას დაარიგებს

ქალაქის მერი რეკრეაციული სივრცეების საკითხსაც შეეხო.

“ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდა. რა თქმა უნდა, უფრო მეტი გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენ ქალაქს. მთავარი მიმართულება არის სკვერების, პარკების მშენებლობა”.

კალაძემ ასევე ისაუბრა კონკრეტულ პროექტზე, რომელიც გლდანის მერვე მიკრორაიონში გაკეთდა და მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს განხორციელებისათვის.

“იყო ცუდ და მძიმე მდგომარეობაში. სამუშაობის შედეგად მოეწყო საკმაოდ ლამაზი სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ყველა თაობისთვის. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა კონკრეტული ტერიტორია. ადგილზე განთავსებულია ბავშვების გასართობი კუთხე, ძაღლების გასასეირნებელი და სხვა”.

მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა ასაკის მოქალაქისთვის იყოს კომფორტული მსგავსი ტიპის სივრცეები და პირობა დადო, რომ თბილისი მოწინავე ქალაქი იქნება თავისი სიმწვანით. ამიტომ მომავალშიც დიდი ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები