LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩამოვედი, რათა უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა დავუდასტურო“ – საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კიევსა და ბუჩაში ჩავიდა

77
Untitled design (4)

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.

მინისტრმა, რომელიც თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა, ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა და აღნიშნა, რომ ქვეყანას უკრაინის მხარდასაჭერად ეწვია.

“უკრაინაში ჩამოვედი, რათა უკრაინელ ხალხს საფრანგეთის მხარდაჭერა დავუდასტურო”,- წერს კოლონა.

კიევის შემდეგ კატრინ კოლონამ ბუჩა მოინახულა. 

“დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩას ეწვია. ბუჩა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი რუსული არმიის დანაშაულის სიმბოლოა”, – წერს კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექს კულება და ვიზიტის ფოტოს აქვეყნებს.

კოლონა უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

უკრაინული მედიის განცხადებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა ყველაზე მაღალი რანგის ფრანგი ოფიციალური პირი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინას ეწვია.

როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთს მტკიცედ სურს, გააძლიეროს რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება და ქვეყნისთვის თავდაცვითი ტექნიკის მიწოდება უზრუნველყოს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g