LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამსხვილებული ადამიანი იყო, ქუდი ეფარა, „აჩკები“ ეკეთა, დავინახე, რომ ლიმონკა ეჭირა ხელში – ბანკზე თავდასხმის თვითმხილველი

68
99 8

საქართველოს ბანკთან შეკრებილები არიან ბანკის თანამშრომლების ახლობლები. რომლებიც ბანკში მყოფებს ვერ უკავშირდებიან.

ბანკიდან გამოსვლა მოახერხა ორმა წევრმა. ერთი მათ შორის მომხმარებელია, ხოლო მეორე დამლაგებელი.

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მან მომხდარის დეტალები გაიხსენა.

„შევედი რომ დაწესებულება უნდა დამელაგებინა და უკვე შიგნით იყო. ჩამსხვილებული ადამიანი იყო. ქუდი ეფარა, „აჩკები“ ეკეთა. დავინახე, რომ ლიმონკა ეჭირა ხელში და თითი ჰქონდა გაყოფილი.

დაახლოებით სამი საათი იქნებოდა.

როგორც კი შევედი დარბაზში გამოვარდა,  ვიფიქრე, თამაშობს, ხუმრობს – მეთქი. მერე შემეშინდა, გარეთ გიჟივით გამოვვარდი.  ერთი ხნიერი ქალი გამოვარდა. მას შიგნით პირადობა დარჩა.

ყველა თანამშრომელი შიგნით იყო, მათ შორის მენეჯერიც“. – ყვება ბანკის თანამშრომელი.

გავრცელებული ინფორმაციით, მძევლად აყვანილი 15 პირის გათავისუფლების სანაცვლოდ ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს პირველადი ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის” ყვარლის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი: შსს განცხადებას ავრცელებს

ყვარლის მერი: ჯერჯერობით მძარცველის ვინაობა დადგენილი არ არის, ასევე არაა დაზუსტებული, რამდენი ადამიანი იმყოფება შენობაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g