LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩანაწერებია, სადაც, სავარაუდოდ, ფიქსირდება, როგორ მიემართებიან დანაშაულის ადგილზე“ – მონასტერში თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

90
Untitled design (1)

ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ორი პირს პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე საქმეს დახურულ სხდომაზე განიხილავდა, ვინაიდან ერთ-ერთი დანაშაული სექსუალურ ძალადობას ეხება.

„მათ ემუქრებათ ყველაზე მძიმე სასჯელი“ – შს მინისტრის მოადგილე მონაზონზე ძალადობისთვის დაკავებულებზე

როგორც სასამართლო სხდომამდე პროკურორმა განაცხადა, არსებობს ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ ფიქსირდება, როგორ მიემართებიან ეს ადამიანები დანაშაულის ადგილზე.

მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება.. ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც – საპატრიარქო

„პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დამნაშავეებმა კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი. ძალიან მძიმე ჩვენებაა, რომელიც ჩვენ დაზარალებულისგან მივიღეთ, ზუსტად ამ ჩვენებიდან ჩანს, რომ ეს ადამიანები შეთანხმებულად, ჯგუფურად და ერთმანეთის ხელის შეწყობით მოქმედებდნენ ყველა ეპიზოდში.

სწორედ დაზარალებულის ჩვენებას ემყარება ბრალდებაც, რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, ამ ეტაპზე როგორც ვიცით დაზარალებულს წაართვეს მობილური ტელეფონიც, ეს მობილური ტელეფონი აღმოჩენილი იქნა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების დროს. ასევე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოგროვება.

არსებობს ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ ფიქსირდება, როგორ მიემართებიან ეს ადამიანები დანაშაულის ადგილზე“, – განაცხადა პროკურორმა.

მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა

შსს: ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე 27 და 39 წლის მამაკაცები დავაკავეთ

„ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ჩემი შვილი არ გალახავდა არავის, ის მეორე არ ვიცი“ – რას ამბობენ მონაზონზე თავდასხმისთვის დაკავებულთა ოჯახის წევრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g